ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი, 1 ცალი ბულიონის კუბიკი, მოურიეთ და დაამატეთ პელმენი (საქონლის ხორცის). დაელოდეთ სანამ მოიხარშება.
მოხარშული პელმენი გადააწყვეთ ცალკე ჭურჭელში, დარჩენილ წვენში კი ნიორი და პილპილი დაუმატეთ.
პელმენი კვლავ მოათავსეთ ქვაბში და ფრთხილად მოურიეთ.
ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და გემრიელად მიირთვით