კარტოფილი დავჭრათ კუბებად. ჩავყაროთ ქვაბში.
დავასხათ ცივი წყალი, დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი მარილი და წამოვადუღოთ.
წამოდუღებიდან 10 წუთი ხარშვის შემდეგ კარტოფილი მზადაა.
კარტოფილის მოხარშვის შემდეგ წყალი გადავწუროთ. დავუმატოთ მუსკატის კაკალი, დავახეხოთ ნახევარი კბილი ნიორი.
დავიწყოთ კარტოფილის ამოზელვა და დავუმატოთ 100მლ რძე.
პიურე მზადაა.
ამასობაში დავიწყოთ კატლეტის ზეთში შეწვა დაბალ ცეცხლზე.
შევწვათ რამდენიმე წუთი ორივე მხრიდან.
ავაწყოთ თეფშზე, ჯერ პიურე, შემდეგ კატლეტი, ხახვი და კინძი და ზემოდან დაადეთ შეკმაზული კარაქის ნაჭერი.