“ელიტ ფუდი” გთავაზობთ ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს ნახევარფაბრიკატების სახით 2019 წლიდან.
ელიტ ფუდის მიზანია გახდეს ლიდერი, ნახევარფაბრიკატების წარმოებაში, სწორედ ამიტომ ჩვენი მუშაობა ეფუძნება ორ პრინციპს: ხარისხსა და ინოვაციას.
ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი კლიენტებია.
ელიტ ფუდი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2019 წელს დაარსდა. ის აწარმოებს 35-ზე მეტი სახეობის მაღალი ხარისხის პროდუქციას.
ელიტ ფუდის პროდუქცია მზადდება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ის არა გენმოდიფიცირებულია და არ შეიცავს საკვებ დანამატებს.
ელიტ ფუდმა თავის წარმოებაში შეიმუშავა და დანერგა სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები ISO 9001 : 2015 და ISO 22000 : 2018 საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ისევე როგორც საკვების ხარისხისა და უსაფრთხოების მართვის ინტეგრირებული სისტემები НАССР სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
თანამედროვე მაღალი ხარისხის აღჭურვილობით მუშაობა, რეცეპტის მკაცრი დაცვა, ექსკლუზიურად მაღალი ხარისხის ნედლეულისა და მასალების გამოყენება ელიტ ფუდის პროდუქციის უპირატესობის მთავარი ფორმულაა.