განიერი ქვაბით დავდგათ წყალი (დაახლოებით 2 ლ).
რომ ადუღდება, დავამატოთ მარილი და ბულიონის დაფშვნილი კუბი.
შემდეგ ჩავყაროთ პელმენი და მოვხარშოთ.
მოხარშული პელმენი გადავანაწილოთ ღრმა თეფშებზე, დავასხათ წვენი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დაჭრილი ქინძი, დავუმატოთ თითო კოვზი არაჟანი და ზემოდან გადავაფაროთ მდნარი ყველის ფირფიტა. მივირთვათ ცხელი.