ინგრედიენტები პურისთვის:
ინგრედიენტები სოუსისთვის:
ასევე:
ბურგერის პურების მომზადების პირველ ეტაპზე თბილი რძე და წყალი მოათავსეთ თასში, დაუმატეთ შაქარი და საფუარი, მოურიეთ და აქციეთ ერთგვაროვან მასად, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად, დაახლოებით 15 წუთი.
მეორე ეტაპზე დიდ თასში მოათავსეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი და აფუებული მასა. მოზილეთ ცომი, თუ ხელით ზელთ 4-5 წუთი ზილეთ, თუ დასადგამ მიქსერს იყენებთ, 2-3 წუთი საკმარისი იქნება. შემდეგ 2-3 ეტაპად დაამატეთ კარაქი და განაგრძეთ ცომის ზელა. საბოლოოდ უნდა მიიღოთ რბილი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა. გადაუსვით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1 საათი.
აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, მიეცით მრგვალი ფორმა და გაყავით 8 თანაბარ ნაწილად. თითოეულ ნაწილს მიეცით მრგვალი ფორმა, დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელზეც წინასწარ დააფენთ გამოსაცხობ ქაღალდ. ცომის გუნდები ერთმანეთისგან 3-4 სმ-ის დაშორებით უნდა დააწყოთ, რადგან გაფუვდება და ერთმანეთს არ მიეწებოს.
ცომის გუნდებს 2 ეტაპად უნდა გადაუსვათ ათქვეფილი კვერცხი, პირველად აფუების წინ, მეორედ კი უშუალოდ გამოცხობის წინ. გადააფარეთ ჩაის ტილო ცომის გუნდებს და გააჩერეთ ასაფუებლად იქამდე, სანამ არ გაორმაგდება მოცულობაში.
აფუებულ გუნდებს მეორეჯერ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და შედგით გამოსაცხობად 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში (ღუმელში ფორმის ქვემოთ სხვა ფორმით შედგით დაახლოებით 1 ჭიქა წყალი, იმისათვის რომ ღუმელში წარმოიქმნას ორთქლი, ეს დაეხმარება პურებს, რომ უფრო ჰაეროვანი და ფაფუკი გამოვიდეს), აცხვეთ 15 წუთი, ამ დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ წყლიანი ფორმა და კვლავ განაგრძეთ ბურგერის პურების ცხობა 10 წუთი.
სოუსის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთად და კარგად ამოურიეთ.
კატლეტები 4-5 წუთით შეწვით თითოეულ მხარეს (შეგიძლიათ შეწვათ როგორც გრილზე, ასევე გრილის ტაფაზე ან ჩვეულებრივ ტაფაზე), როცა კატლეტს ამოაბრუნებთ დაახლოებით 2 წუთში, დაადეთ ყველის ფირფიტა, იმისათვის რომ ხორცს დაადნეს და კიდევ უფრო გემრიელი გახდეს.
ბურგერის პურები გაჭერით შუაზე, თითოეულ მხარეს წაუსვით კარაქი და ბურგერის პურებიც მობრაწეთ გრილზე/ტაფაზე, დაახლოებით 40-60 წმ დასჭირდება.
ბურგერების ასაწყობას, პურის ორივე ნაწილს შიგნიდან წაუსვით სოუსი, მასზე მოათავსეთ კატლეტი, პომიდვრის თხელი ნაჭერი, კიტრის მწნილის ნაჭრები და სალათის ფურცელი აისბერგი, დაადეთ პურის მეორე ნაწილი და ბურგერიც მზადაა.